1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ემა ემბ ემე ემი ემო ემპ

ემიგრაცია

  1. პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა. პოლიტიკური მიზეზებით ე., როგორც წესი, რეპრესული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი. რაც შეეხება ე–ს ეკონომიკური მიზეზებით, იგი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი. კაპიტალიზმის ეპოქაში, მას შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
  2. E. emigration
    Fr. emigration
    L. emigratio გასახლება, გამგზავრება
    1. ეკონომიკური, პოლიტიკური ან სხვა მიზნით სამშობლოდან ნებაყოფლობით ან იძულებით გადასახლება;
    2. ქვეყნის მოქალაქის გამგზავრება სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9