1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ერთგანზომილებიანი ადამიანი

კონცეფცია, თეორია, რომელმაც სახელწოდება მიიღო ჰ. მარკუზეს ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით (1964). კონცეფციის ჩამოყალიბებაში არსებითი როლი ითამაშა ფროიდის, რაიხის, ჰორნის, ჰორკჰაიმერის, ადორნის, ფრომის და სხვათა იდეებმა. მარკუზეს კონცეფციის მიხედვით, სოციალურ–კულტურული ერთგანზომილებიანობა, აზროვნების ერთგანზომილებიანობა ინდუსტრიული საზოგადოების გარდაუვალი შედეგია, ეფუძნება სციენტიზმისა და ტექნიციზმის იმპერატივებს, მომხმარებლურობის პრინციპს, რომელიც ამახინჯებს ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებებსა და მოთხოვნილებებს. მომხმარებლობა, მატერიალური სიკეთეების გამოდევნება ართმევს ადამიანს სოციალურ–კრიტიკულ განზომილებას, ე.ი. მისთვის დამახასიათებელია სამყაროს დამახინჯებული ხედვა, გაუცხოება, სუბლიმირებული მონობა, რასაც იგი იღებს როგორც ბუნებრივს, სასურველს, ერთადერთ შესაძლებელს, ზოგჯერ კი – როგორც არსებობის ყველა შესაძლებლიდან უმაღლესს. ე.ა. მოკლებულია ოპოზიციას არსებული რეჟიმისადმი, მთლიანადაა ინტეგრირებული „სისტემაში“, ერთგანზომილებიანობის გარღვევა, მარკუზეს თანახმად, შესაძლებელია ახალი მისწრაფებების, მოთხოვნილებების ფორმირების მეშვეობით. რევოლუციური პოტენციალის მატარებლად იგი თვლის სოციალურ აუტსაიდერებსა და მარგინალებს. ასეთი სოციალური ორიენტაციის გამო მარკუზეს იდეები ფარული სახით შეიცავს ექსტრემისტული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას. (ამიტომ იქცა იგი გასული საუკუნის 60–იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობის იდეოლოგად).
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9