1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ერთიანი ევროპული აქტი

E. Single European Act
1985 წლის სექტემბერში დაწყებული ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოთა მთავრობათშორისი კონფერენცია 1986 წლის იანვარში ერთიანი ევროპული აქტის მიღებით დასრულდა. ამ დოკუმენტით პირველი სერიოზული ცვლილებები განიცადა ევროგაერთიანების ხელშეკრულებამ. პირველ რიგში განისაზღვრა ერთიანი ბაზრის დასრულების ვადა და ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიეღო ევროგაერთიანებას ამ მიზნის მისაღწევად. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ამ გადაწყვეტილებათა ორ მესამედს მინისტრების საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებდა. ამასთანავე, ერთიანი ევროპული აქტით გაფორმდა ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა. – საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად - რომელიც მანამადე არაფორმალურ სახეს ატარებდა. გაიზარდა ევროპარლამენტის უფლებამოსილებები. კერძოდ, ამოქმედდა მინისტრების საბჭოსა და პარლამენტის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. ერთიანი ევროპული აქტის საფუძველზე შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლოც.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9