1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ერთიანი საარჩევნო პროცედურა და ევროპის პარლამენტის შემადგენლობა

E. Uniform electoral procedure and composition of the European Parliament
ევროგაერთიანების ხელშეკრულების 190-ე მუხლის თანახმად, ევროპის პარლამენტს ევალება, წარმოადგინოს წინადადებები ყველა წევრ სახელმწიფოში საყოველთაო და პირდაპირი არჩევნების ერთიანი პროცედურით ჩატარების შესახებ. ეს უზრუნველყოფს ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ტენდენციის უფრო სამართლიან წარმომადგენლობას პარლამენტში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მყარი ეროვნული საარჩევნო ტრადიციების გამო ვერ მოხერხდა ერთიან პროცედურასთან დაკავშირებული ვერც ერთი ინიციატივის განხორციელება. ამჟამად პარლამენტში თითოეული ქვეყნისათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა გამომდინარეობს ამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან და ითვალისწინებს თითოეული წევრი სახელმწიფოს პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპს. ამასთან, მცირე მოსახლეობის მქონე სახელმწიფოები დიდ სახელმწიფოებთან შედარებით მეტად არიან პარლამენტში წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ევროპის პარლამენტის წევრები ჯგუფდებიან არა ეროვნების, არამედ პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით. ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა აღმოსავლეთ ევროპისაკენ გაფართოების შემდეგ გაიზრდება, თუმცა, ნიცის ხელშეკრულების თანახმად, არ გადააჭარბებს 732 წევრს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9