1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ხალხების ბრძოლა, მიაღწიონ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და კულტურულ იდენტიფიკაციას. ე.გ.მ-ები ჩაისახა XIX ს-ში და დიდი როლი შეასრულა იმპერიების დაშლის საქმეში. ასე მაგ., ოსმალეთის იმპერიის დაშლას თან მოჰყვა ბალკანეთსა და წინა აზიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ დამოუკიდებლობა მოუტანა აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს, რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად შეიქმნა პოლონეთისა და ფინეთის, ხოლო ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შედეგად - ინდოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ა.შ. ე.-გ.მ. საწყის ეტაპზე მაინც, წარმოადგენს მოძრაობას კულტურულ-ეროვნულ თვითიდენტიფიკაციისათვის. ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება (სხვა ენობრივი დიალექტების არსებობის ფონზე) უნიფიცირებული ენის, ეროვნული პრესის, მეტ-ნაკლებად ერთიანი განათლების სისტემის, საკუთარი ისტორიული წარსულის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და სხვა ეროვნულ კულტურულ დაწესებულებებთან ერთად, ყოველივე ამით ხორციელდება ეროვნული ცნობიერების ფორმირება, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საქმეში. საქართველოში ამგვარი წამოწყებების უდიდესი ნაწილი განხორციელდა ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგად XIX ს-ის 60-იანი წლებიდან. ე.-გ.მ-ის უფრო მომწიფებულ ეტაპზე ხდება უკვე წმინდა პოლიტიკური, უკიდურეს შემთხვევაში, შეიარაღებული გამოსვლები, რომელთა წარმატება დამოკიდებულია მრავალ პირობაზე, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ კლიმატზე. სწორედ ამ უკანასკნელმა და არა იმდენად მმართველი წრეების უუნარობამ მრავალმხრივ განაპირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა და უკვე ბოლშევიკური რუსეთის მიერ მისი ოკუპაცია 1921 წელს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9