1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა

National-libration movement
დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთის ბატონობის მოსპობას და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას, კოლონიური ჩაგვრისა და ექსპულატაციის ლიკვიდაციას, ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლების განხორციელებას. ეს მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით თავს იჩენს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო ორ საუკუნეში. ამ მოძრაობის პირველ მასობრივ ტალღად ითვლება XIX ს-ის პირველ მესამედში ლათინური ამერიკის ხალხთა ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენული სახელმწიფოების (იხ. სუვერენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) შექმნისათის ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოძრაობა განსაკუთრებით ფართოდ და მძლავად გაიშალა XX ს-ის 50-60-იან წლებში, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა აზიის, აფრიკის, კარიბის რეგიონისა და ოკეანეთის ასზე მეტმა სახელმწიფომ. მესამე ტიპად უნდა ჩაითვალოს XX ს-ის 90-იანი წლები, როდესაც კომუნისტური რეჟიმების დამხობას აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ოცამდე ახალი სუვერენული სახელმწიფოს წარმოქმნა \nდღევანდელ მსოფლიოში კოლონიალიზმის კლასიკური ფორმა ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების რიცხვი არცთუ ისე ბევრია. თუმცა, ახლადჩამოყალიბებული, პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყნების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურად კვლავ ყოფილი მეტროპოლიის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება ან დამოკიდებულია სხვა წამყვან, განვითარებულ ქვეყნებზე. ასეთი მდგომარეობა წარმოშობს დამოკიდებულების ახალ ფორმებს (ნეოკოლონიალიზმი) და ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოების წინაშე აყენებს პრობლემას, იბრძოლონ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის. ეგმ სამართლიანი და პროგრესული მოვლენაა. მის იურიდიულ საფუძველს შეადგენს ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა - ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკევევის უფლება. ამ მოძრაობისაგან მკვეთრად განსხვავდება აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც მიზნად ისახავს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფოსაგან გამოცალკევდეს მასში მცხოვრები მცირრიცხოვანი ხალხი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის სხვა ძირითად ნორმებს, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9