1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ეროვნული ხასიათი

ეთნოფსიქოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ეთნოსებისათვის სპეციფიკური ე. ხ-ის არსებობას. მისი კვლევა განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს აშშ-ში. ე. ხ.-ს გააჩნია პიროვნების მყარი ფსიქოლოგიურ მახასიათებლები, რაც აისახება მის ქცევაში და საშუალებას იძლევა შევქმნათ ამა თუ იმ ხალხის საშუალო ადამიანის „ბაზისური პიროვნების“ მოდელი, რომელშიც გაერთიანებული იქნება მათ წარმომადგენელთათვის საერთო ეროვნული ნიშნები და ეროვნული კულტურის ნიშნები (ა. კარდინერი). აქ მნიშვნელოვანია ოჯახის კულტურის გავლენა, აგრეთვე საზოგადოებრივი სტრუქტურისა და „ბაზისური პიროვნების“ უკუგავლენა სოციალურ ინსტიტუტებზე. ამერიკელი ფსიქოლოგები ომის შემდგომი იაპონიის და დასავლეთი გერმანიის მოსახლეობის ფსიქოლოგიის შესწავლის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნაციონალური კულტურა გავლენას ახდენს ერზე, მისი ღირებულებების იერარქიაზე, ადამიანთა ურთიერთობის ფორმებზე და ა.შ. მ. მიდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეხედულებები, ცხოვრების სტილი ქმნიან სხვადასხვა „მოდელებს“ სხვადასხვა ხალხში და ეს დამოკიდებულია ბავშვის სწავლებაზე თითოეულ ეროვნულ კულტურაში, რაც განისაზღვრება მოზრდილთა ღირებულებების იერარქიის სისტემითა და ქცევით. რ. როლანი აღნიშნავდა, რომ თავისთავად, პიროვნების ნიშნების კრებული, რომელსაც იყენებს მკვლევარი, ზეგავლენას ახდენს შედეგზე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს აგრეთვე, რომ ხასიათის ნიშნები სხვადასხვაა მასებისა და ელიტის წარმომადგენლებში.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9