1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ექს ექტ

ექსპერტი

  1. გამოცდილი, კონმპეტენტური პირი, რომელსაც კვლევის ობიექტთან დაკავშირებულ სფეროში ცოდნა და გამოცდილება აქვს. იგი მონაწილეობს სოციოლოგიურ გამოკვლევაში როგორც სოციალური ინფორმაციის წყარო ან კომუნიკატორი. ე–ების განსაკუთრებული ტიპის რესპოდენტების გამოკითხვის არეალი (სფერო) ძალიან ფართოა. მათ მიმართავენ ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების ნებისმიერი საქმიანობის გამოკვლევის დროს. ე–ების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმისა და მახასიათებლის მიხედვით ხდება (როგორიცაა, მაგ., მათი პროფესიული კომპეტენტურობა, პრესტიჟი, პასუხისმგებლობა, გამორჩეული სოციალური მდგომარეობა, ცხოვრებისეული გამოცდილება, საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნა, პრობლემის ობიექტური განხილვისა და ანალიზის უნარი, საკუთარი შეხედულებების, აზრების პირუთვნელი და მკაფიო გადმოცემა, ორიგინალური და ანალიტიკური აზროვნება და სხვ.), როგორც წესი, შერჩევა ხდება ე–თა ტესტირების შედეგების, აგრეთვე მათი კოლეგებისა და სხვა დაინტერესებული პირების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ე–თა ფუნქციები სოციოლოგიურ გამოკვლევაში ძალიანმ მნიშვნელოვანია. მათ გამოკითხვას აწარმოებენ სოციოლოგიური გამოკვლევის სხვადასხვა ეტაპზე: კვლევის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას, ცნებების ემპირიული ინტერპრეტაციისა და ინდიკატორების გამოყოფის, ჰიპოთეზების ჩამოყალიბების, შემოწმებისა და კორექტირების, დასკვნების დასაბუთებულობისა და რეკონმენადციების შემუშავების დროს და ა.შ. ე–ებს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭებათ გამოკვლევის საწყის ეტაპზე. ისინი კვლევის სტრატეგიულ პროლემებთან დაკავშირებით და საკვლევი ობიექტის შესახებ შეიძლება ურო ღრმა, ფართო და დაწვრილებით ინფორმაციას ფლობდნენ, ვიდრე მკვლევარი ან მკვლევართა ჯგუფი. აუცილებელი ინფორმაციის მიღება მკვლევარს ეხმარება კვლევის საერთო მიმართულების განსაზღვრაში, ვალიდური მეთოდების შერჩევაში და სხვ.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. expert
    L. expertus გამოცდილი
    1. სპეციალისტი რომელიმე დარგში, რომელიც ატარებს ექსპერტიზას და იძლევა დასკვნას;
    2. პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და მიწვეულია საგამომძიებო ორგანოების ან სასამართლოს მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9