1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ვა ვე ვი ვო ვუ
ვებ ვენ ვერ ვეს ვეტ ვექ

ვესტფალიის სისტემა

თანამედროვე სახელმწიფოთაშორისი სისტემა. მის ჩამოყალიბების დასაწყისად მიჩნეულია ვესტფალიის 1648 წლის ზავი, რომელმაც ევროპაში ოცდაათწლიანი ომი დაასრულა. ვესტფალიის ზავმა წერტილი დაუსვა ჰაბსბურგების მიერ ზეეროვნული იმპერიის შექმნის ამბიციას. ვესტფალიის ზავით აღიარებულ იქნა სახელმწიფოთა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემა, რომელშიც უნდა დამკვიდრებულიყო რელიგიური თავისუფლებისა და შემწყნარებლობის პრინციპი (cuius religio, eius religio - ვინც მართავს, რწმენასაც განაგებს). ამგვარად, ვ.ს –მ საერთაშორისო ურთიერთობების საერო ხასიათი დაამკვიდრა, რაც , თავის მხრივ, საგარეო პოლიტიკაში სახელმწიფო ინტერესისა და ძალთა წონასწორობის პრინციპების აღიარებას ემყარებოდა. ამის მიუხედავად, ვესტფალიის ზავით შექმნილი საერთაშორისო სისტემა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ძირითადად ევროპულ და ქრისტიანულ ფასეულობებს ემყარებოდა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9