1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ვა ვე ვი ვო ვუ
ვოლ ვოტ

ვოტუმი

  1. ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში ზოგადად კენჭისყრის აღსანიშნავად გამოიყენება. ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში იგი დამკვიდრდა უფრო ვიწრო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს მთავრობის ან მისი რომელიმე წევრის პოლიტიკისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებას კენჭისყრის საშუალებით. უნდობლობის ვ–ის გამოტანას მთავრობის გადადგომა მოსდევს. კენჭისყრა შეიძლება განხორციელდეს ხელის აწევით ან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. პროცედურის კონკრეტული სახე დამოკიდებულია ქვეყნის საპარლამენტო ტრადიციასა და რეგლამენტზე.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. vote
    L. votum სურვილი, ნება
    სახელმწიფო სამართალში: კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილება.
    ა) ნდობის ვოტუმი - საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფოებში მიღებული საპარლამენტო პრაქტიკა, მთავრობის, ცალკეული მინისტრის კანონპროექტის, განსაზღვრული აქციის, პოლიტიკური ხაზის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მოწონება;
    ბ) უნდობლობის ვოტუმი - ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო ქმედება, რომლის სამართლებრივი შედეგია: მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირება, ან პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9