1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ზა ზე ზნ ზო ზღ
ზნე

ზნე–ჩვეულებები

ვებერის თანახმად, ერთგვაროვანი და განმეორებადი მოქმედებები, რომლებიც ორიენტირებულია განსაზღვრულ წესებზე, ნორმებსა და მაქსიმებზე, როგორც მოქმედების მეტ–ნაკლებად სტაბილურ მნიშვნელობებზე. ზ. ჩ-ის ფარგლებში მოქმედების ერთგვაროვნება აიხსნება მხოლოდ ჩვევებით. ადათი ისეთი ზ.-ჩ-აა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომუშავდება და განპირობებულია საერთო ინტერესებით, რასაც ვებერი ინტერესთა კონსტელაციას“ უწოდებს. ადათები (მით უფრო, ზ.ჩ) არ არის „მნიშვნელადი“. ეს ნიშნავს, რომ ისინი არავისგან „მოითხოვენ“ მათ დაცვას. უფრო ზუსტად: ადათები ისეთ ნორმებს შეიცავს, რომლებიც სრულდება ვალდებულების შეგრძნების გარეშე (მაგალითად, საზოგადოებაში მიღებულია ისაუზმო გარკვეული წესების დაცვით, თუმცა, არავინ არის ვალდებული ამ წესებს მისდიოს). ამრიგად, ზ.ჩ-ებსა და ადათებს არა აქვს ფორმალურ-ინსტუტუციური ხასიათი და არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ რეგულირებას. სოციალური მოქმედების კლასიფიკაციაში, ისინი თავსდება ტრადიციული მოქმედების ფარგლებში, რომელიც იმყოფება გასაზრისიანებული მოქმედების ზღვარზე, ანუ, რაციონალური გაგების ფარგლებს სცილდება.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9