1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თავდაცვა

საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც თავდასხმისგან ღირებულებების დაცვას ითვალისწინებს. როგორც წესი, თ-ის მთავარ საშუალებას სამხედრო ძალა წარმოადგენს, რომელსაც სახელმწიფო ან ალიანსი ძალადობრივი შეტევის მოსაგერიებლად იყენებს. თ-ის მთავარი მიზანი თავდამსხმელის დანაკარგების გაზრდაა, რათა მან საკუთარი მიზნების განხორციელება ვეღარ შეძლოს. იმ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო ძალა მოწინააღმდეგისთვის სამაგიეროს გადახდისა და მისი დასჯის მუქარას გულისხმობს, ესაა სამხედრო ძალის მეორე ფუნქცია - დაშინება. ხანდახან ეს ორი ცნება ერთმანეთის შემცვლელად გამოიყენება. XVII ს-ში თანამედროვე სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ თ-ის მთავარ ფუნქციად ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფის აღკვეთა ითვლება. თ-ის უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ტექნოლოგიები ასრულებს. თ-ის სამხედრო საშუალებები, ჩვეულებრივ, ეროვნული უსაფრთხოების ზრდის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. ბიუზანის აზრით, ბირთვული იარაღის ათვისების შემდეგ გაჩნდა ე.წ. „თავდაცვის დილემა“ - პარადოქსული ვითარება, როდესაც თ-ის ბირთვული საშუალებების შეძენით სახელმწიფოს უსაფრთხოების დონე სხვა ქვეყნების მხრიდან ბირთვული მუქარის გამო, პირიქით, შემცირდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ თ-ისა და უსაფრთხოების ცნებების ერთიმეორისაგან დაშორება ნაკლებად შესამჩნევი გახდა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9