1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თავდაცვის ერთიანი პოლიტიკა

E. Common Defence Policy
ევროპის კავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა გულისხმობს ერთიანი თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელმაც საბოლოოდ ერთიანი თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას. ევროპის კავშირი სთხოვს დასავლეთ ევროპის კავშირს (დეკ), შეიმუშაოს და განახორციელოს გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომლებიც თავდაცვასთანაა დაკავშირებული (ევროკავშირის მე-17 მუხლი) \nერთიანი თავდაცვის პოლიტიკა უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტია ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. მისი მიზანია, შეამციროს იმ საფრთხეთა ალბათობა, რომელიც ემუქრება კავშირისა და მისი წევრების ერთიან ღირებულებებსა და ძირითად ინტერესებს. თავდაცვის პოლიტიკის მიზანია, აგრეთვე, ხელი შეუწყოს მშვიდობის შენარჩუნებასა და გამყარებას გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ვაშინგტონის ხელშეკრულებისა (ნატო) და შესწორებული ბრიუსელის ხელშეკრულების (დასავლეთ ევროპული კავშირი) შესაბამისად \nამსტერდამის ხელშეკრულება ითვალისწინებს მნიშვნელოვან დებულებას ე.წ. პეტერსბერგის ამოცანების შესახებ, რაც გულისხმობს საბრძოლო ძალების გამოყენებას ჰუმანიტარულ და სამაშველო ოპერაციებში, სამშვიდობო ოპერაციებში და კრიზისულ სიტუაციათა სამართავად.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9