1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თავშესაფარი

E. Asulum
ცნება მოიცავს თ-ის მიცემას იმ უცხოელთათვის, რომლებიც იდევნებიან პოლიტიკური, ეთნიკური ან რელიგიური მიზეზების გამო, ანდა რომელთაც სიკვდილი ემუქრებათ საკუთარ ქვეყანაში. ადამინის უფლებათა დეკლარაციის მე-14 მუხლის მიხედვით “ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეძიოს დევნისაგან თავშესაფარი სხვა ქვეყნებში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით”. დეკლარაცია ტერიტორიული თ-ის შესახებ (1967) აყალიბებს პრინციპებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ტერიტორიული თ-ის მიცემისას. ძირითადი პრინციპია პირის ძალადობრივი გასახლების აკრძალვა იმ ქვეყანაში, რომელშიც მას საფრთხე ემუქრება.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9