1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თანამშრომლობის პროცედურა

E. Cooperation procedure
გადაწყვეტილების მიღებისას თანამშრომლობის პროცედურა ერთიანი ევროპული აქტის მიღების შემდეგ ამოქმედდა (ევროგაერთიანების ხელშეკრულების 252-ე მუხლი). ამ პროცედურამ ევროპის პარლამენტს კომისიის წინადადების ორჯერ წაკითხვის უფლება მისცა, რითაც გაიზარდა პარლამენტის გავლენა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე. მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ეს პროცედურა გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, დისკრიმინაციის აკრძალვა, ევროპის ცენტრალური ბანკის ფონდები, სოციალური ფონდი, პროფესიული მზადება, ტრანსევროპული ქსელები, რეგიონთა ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრება, კვლევა, გარემოს დაცვა, თანამშრომლობა განვითარების სფეროში, მუშა-მოსამსახურეთა ჯანდაცვა და უსაფრთხოება და სხვა \nამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილებათა მიღებისას თანამშრომლობის პროცედურის მოქმედების სფერო საგრძნობლად შემცირდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის სასარგებლოდ. ამჯერად, თანამშრომლობის პროცედურა გამოიყენება ეკონომიკური და სავალუტო კავშირის რამდენიმე საკითხის მიმართ.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9