1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თანხმობის პროცედურა

E. Assent Procedure
გადაწყვეტილების მიღების ეს პროცედურა ერთიანი ევროპული აქტით დაწესდა. თანხმობის პროცედურა გულისხმობს, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მინისტრების საბჭომ უნდა მიიღოს პარლამენტის თანხმობა (წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით). პარლამენტს შეუძლია მიიღოს ან უარყოს საბჭოს შემოთავაზებული წინადადება, მაგრამ მისი შეცვლა არ შეუძლია \nთანხმობის პროცედურა ძირითადად გამოიყენება ახალი წევრების მიღებისას და ზოგიერთი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას. აღნიშნული პროცედურა გამოიყენება მოქალაქეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, ევროპის ცენტრალური ბანკის კონკრეტული ამოცანებით აღჭურვისას, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წესდებების შესაცვლელად, სტრუქტურულ და ურთიერთგათანაბრების ფონდებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ევროპის პარლამენტის არჩევნების ერთიან პროცედურაზე გადაწყვეტილების მისაღებად \nამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტის თანხმობა აუცილებელია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას, როდესაც ადგილი აქვს ამ უკანასკნელის მიერ ევროპის კავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების სერიოზულ და ხშირ დარღვევას.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9