1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა

E. Fight against fraud
თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფუძნება ორ სამართლებრივ საფუძველს, რომელთაგან ორივეში შეტანილ იქნა ცვლილებები ამსტერდამის ხელშეკრულებით \n ევროკავშირის ხელშეკრულების 29-ე მუხლი ითვალისწინებს ამ სფეროში ,,უფრო მჭიდრო თანამშრომლობას” წევრ სახელმწიფოთა პოლიციის ძალებს, საბაჟო სამსახურებსა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს შორის, პირდაპირ ან ევროპოლის მეშვეობით \n ევროგაერთიანების ხელშეკრულების 280-ე მუხლი ეხება ქმედებებს, რომელთაც გავლენა აქვთ გაერთიანების ფინანსურ ინტერესებზე. ამ შემთხვევაში, საბჭოს და ევროპარლამენტს უფლება აქვთ მიიღონ ზომები თანაგადაწყვეტილების პროცედურის შესაბამისად, აუდიტორთა სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ \n1995 წლის 26 ივლისს ხელი მოეწერა კონვენციას გაერთიანების ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ იგი წარმოადგენს მესამე საყრდენის (თანამშრომლობა მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში) კომპეტენციაში შემავალ დოკუმენტს. კონვენციის ძირითადი მიზანია, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს სისხლის სამართალში იყოს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თაღლითობის დანაშაულს გაერთიანების ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ. 1988 წლიდან ამ ტიპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა ევროკომისიის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც 1999 წელს თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლმა ევროპულმა სამსახურმა შეცვალა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9