1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახური

E. OLAF (European Anti-fraud Office)
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახური ჩამოყალიბდა ევროკომისიის 1999 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მან შეცვალა კომისიაში თაღლითობასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი, რომელიც 1998 წელს შეიქმნა და მხოლოდ კომისიის საქმიანობით იყო შემოფარგლული. 1998 წლის 6 ოქტომბერს ჟაკ სანტერმა ევროპარლამენტს მიმართა წინადადებით, გადაკეთებულიყო ეს განყოფილება დამოუკიდებელ ორგანოდ გაფართოებული უფლებამოსილებებით \n1999 წლის 1 ივნისიდან ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებული თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ სამსახურს ავალია \nამ ახალ სამსახურს შეუძლია ზედამხედველობა გაუწიოს ევროკავშირის ორგანოების მენეჯმენტსა და დაფინანსებას. იგი სრულიად დამოუკიდებელია თავისი ფუნქციების შესრულებისას. მისი დამოუკიდებლობა კი უზრუნველყოფილია \n სამსახურის დირექტორის მიერ იგი ინიშნება პარლამენტის, კომისისა და მინისტრების საბჭოს შეთანხმებით და უფლებამოსილია სასამართლოში აღძრას საქმე საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად. გარდა ამისა, მას შეუძლია წამოიწყოს გამოძიება არა მარტო დაინტერესებული ორგანოს, ორგანიზაციის ან წევრი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე, არამედ საკუთარი ინიციატივითაც \n საზედამხედველო კომიტეტის მიერ იგი პასუხისმგებელია გამოძიებების მონიტორინგზე და შედგება პარლამენტის, კომისიისა და მინისტრების საბჭოს მიერ ერთობლივად დანიშნული ხუთი საყოველთაოდ ცნობილი, დამოუკიდებელი, გარეშე პირისაგან.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9