1. მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება, ყოფიერება - მეორეული. საპირისპ. მატერიალიზმი. სუბიექტური იდეალიზმი (ბერკლიანელობა, მახიზმი) - იდეალიზმი, რომელიც უარყოფს ობიექტურ რეალობას და ამტკიცებს, რომ საგნები და მოვლენები არსებობს მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში. ობიექტური იდეალიზმი (პლატონიზმი, ჰეგელიანელობა) - იდეალიზმი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ყოველივე არსებულის საფუძველი იყოს სამყაროს მიღმა „ობიექტურად“ არსებული „აბსოლუტური იდეა“, „მსოფლიო სული“, არამატერიალური საწყისი;
2. სინამდვილის იდეალიზაციის მიდრეკილება;
3. მაღალზნეობრივი იდეალების მიმდევრობა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]