1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იდე იდი

იდენტობა

თავისთავადობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს უყალიბდება ზრდის პროცესში, „მე“–ს შედარებით მყარი, უწყვეტი განცდა საკუთარი თავისა; ესაა ინდივიდის თვითცნობიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი – წარმოდგენების სისტემა საკუთარ თავსა და თვისებებზე, უნარებზე, გარეგნობაზე, სოციალურ ღირებულებაზე. ამ წარმოდგენების საფუძველზე ადამიანის ააგებს ურთიერთობებს თავის თავთანაც და სხვებთანაც. ამერიკელი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის თვალსაზრისით, ი. ყალიბდება სოციალურ ინტერაქციაში, ამდენად, განსაზღვრულია სოციალურ–კულტურული კონტექსტით. ამ საკითხთან მიმართებით ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში ბევრი რამ მსგავსად აიხსნება. მაგრამ არის განსხვავებებიც, ძირითადად, ი–ს აქცენტირებისა და მისი ფორმირების პროცესის თაობაზე. ბოლო პერიოდში ი–მ მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კონცეფციის ხაისათი მიიღო და აღნიშნავს გარკვეულ სოციალურ კონსტრუქციებთან ასოცირებულ თავისთავადობის შეგრძნებას. ინდივიდის თვითცნობიერებაში სხვადასხვა სოციალურ როლთა ინტეგრაცია და იერარქიულობა განაპირობებს სოციალური ი–იების სიმრავლეს. პოსტმოდერნისტები ი–ს პიროვნების მოძრავ სიტუაციურ ასპექტად განიხილავენ, მაგალითად, რომელიმე სოციალური ერთობის (სქეოსობრივი, ასაკობრივი, ეკონომიკური, ეთნიკური, პროფესიული და ა.შ.) კუთვნილებით. სოციალურ ი–ს ეთნოკულტურული ასპექტიც აქვს, რაც დაკავშირებულია კულტურაში პიროვნების მოდელის შესახებ წარმოდგენებთან: დასავლურ კულტურებში ხაზგასმულია პიროვნების ერთიანობა – მთლიანობა კონკრეტული სოციალური ი–ისგან მეტ–ნაკლებად დამოუკიდებლად; სხვა (კოლექტივისტური ორიენტაციის) კულტურებში აქცენტირებულია „მე“–ს მრავლობითობა. ეს განსხვავებული ორიენტაციები ვლინდება არა მარტო იდეოლოგიის (რელიგიური, ფილოსოფიური და სხვ.), არამედ ყოველდღიური ცნობიერების დონეზეც.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9