1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იმა იმე იმი იმპ იმუ

იმპერია

  1. მონარქიული სახელმწიფო, რომლის სათავეშიც იმპერატორი დგას. ცალკეული ტერიტორიების კოლონიური გაერთიანება, რომელზედაც ქვეყანა–მეტროპოლიის უფლებამოსილება ვრცელდება. ი–ისთვის, როგორც სახელმწიფოებრივი ფორმისათვის, დამახასიათებელია მონარქის მმართველობის მბრძანებლური ხასიათი, მეტროპოლიის, ცენტრის, გაბატონებული ერის პრივილეგირებული მდგომარეობა კოლონიებთან, პროვინციებთან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შედარებით, რომელთაც ხშირად უარს უცხადებენ თვითგამორკვევისა და თვითმმართველობის უფლებაზე; მკაცრი და უკიდურესი ცენტრალიზაცია, ი–ის იდეოლოგიის ოფიციალური ქადაგება, რომელიც შოვინიზმს, ნაციონალიზმსა და სხვ. ემყარება. ი–ის ყველაზე უფრო ფართო გაგება გამოიყენებოდა რომის, ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთისა და სხვ. კოლონიალური სახელმწიფოების აღსანიშნავად.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. empire
    L. imperium ძალაუფლება; სახელმწიფო
    მონარქიული სახელმწიფო, რომლის მეთაურია იმპერატორი. იმპერია, როგორც წესი, იყო დიდი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე სამეფოსა თუ სახელმწიფოს აერთიანებდა, ან ჰქონდა ფართო კოლონიური სამფლობელოები. ამჟამად ასეთი იმპერიები აღარ არსებობს. კოლონიალიზმის სისტემა დაგმობილია საერთაშორისო სამართლით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9