1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინდექსი

  1. სპეციალურად შექმნილი რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს კავშირს, ინდიკატორების კომბინაციას, გარკვეული ჰიპოთეზის შემოწმებისა და დასაბუთების საშუალებაა. ი–ის მეშვეობით დგინდება დასაკვირვებელი ერთეულის მდგომარეობა სკალაზე. იგი რაღაც რიცხვია და არ შეიცავს საკვლევი ობიექტის თვისებრივ განსაზღვრებებს, ანუ თვისებრივად ვერ ახასიათებს შესასწავლ ობიქეტს. იგი გარკვეულწილად იძლევა თვისებრივი მახასიათებლის დაყვანას რაოდენობრივ განსაზღვრულობაზე და ხასიათდება ტერმინებით „მეტი“, „ნაკლები“, „უფრო ძლიერი“, „უფრო სუსტი“.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. index
    G. index
    L. index მაჩვენებელი, სია
    1. რისამე ჩამონათვალი, სია;
    2. რიცხვითი მაჩვენებელი, რომელიც პროცენტობით გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის თანმიმდევრულ ცვალებადობას. მაგალითად, ფასების ინდექსი, ხელფასის ინდექსი;
    3. რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9