1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინოვაცია

  1. მერტონის მიხედვით, დევიაციის სანიმუშო ფორმა, როდესაც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული და გაზიარებული მიზნების (ღირებულებების) რეალიზაცია ხდება სოციალურად დაუშვებელი, არაინსტიტუციური, თუმცა, შესაძლოა, ტექნიკურად ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ი. ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ფორმას იღებს. ი-ური ქცევისაკენ გაძლიერებული მისწრაფება აქვთ დაბალი (შემოსავლის მიხედვით) სოციალური ფენების წარმომადგენლებს: ერთი მხრივ, ისინი თავიანთი მოქმედების ორიენტაციას ახდენენ სიმდიდრის მიღწევაზე, როგორც საზოგადოებაში აქცენტირებულ მიზანზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კანონიერი გზით მიაღწიონ ამ მიზანს. ამ შემთხვევაში ხდება სტრუქტურული შეუთავსებლობა, როდესაც არსებული სოციალური გარემო ზღუდავს ან, საერთოდ, კეტავს მიზნის მიღწევის კანონიერ გზებს ღარიბთათვის. დანაშაულსა და სიღარიბეს შორის კავშირი აშკარაა სწორედ მაშინ, როდესაც სიღარიბე „უერთდება“ სოციალური გარემოს შეზღუდულ შესაძლებლობებს. ის, ვინც აცნობიერებს საკუთარი წარუმატებლობის სტრუქტურულ წყაროებს, მოსალოდნელია გაუცხოვდეს მისგან, მეტიც - აჯანყდეს მის წინააღმდეგს. ამ შემთხვევაში, ი. გადაიზრდება ისეთ ფორმაში, როგორიცაა ამბოხი. ამგვარი რეაქციის გასანეიტრალებლად ხშირად მიმართავენ მისტიკურ მიზეზებს, რომლებიც ფსიქოლოგიურ კომპენსაციას ახდენს. კერძოდ, წარმატება ან წარუმატებლობა აიხსნება „ბედის“, „შემთხვევითობის“, „გამართლების“, „იღბლის“ და სხვ. გავლენით.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. innovation
    Fr. innovation
    L. innovatio განახლება, შეცვლა
    სიახლე, ახალშემოღებული.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9