1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინტეგრაცია

  1. სახელმწიფოთა გაერთიანების პროცესი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის მიზნით. ი. ნებაყოფლობითი პროცესია და კონსენსუსს ემყარება. მას ახასიათებს ისეთი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და პოლიტიკური პროცესების არსებობა, რომლებიც თავიანთი ხასიათით უფრო ზეეროვნულია, ვიდრე სახელმწიფოთაშორისი. ი-ის პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია უსაფრთხოების, თანამეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ტრადიციული (ევროპული) სქემით ი-ის საფეხურებია საბაჟო კავშირის, საერთო ბაზრის, საერთო პოლიტიკური სტრუქტურებისა და იდენტურობის შექმნა. ი., როგორც წესი, რეგიონალიზმის საფუძველზე ვითარდება. დღევანდელ მსოფლიოში რეგიონული ი-ის ყველაზე წარმატებული მაგალითი ევროპის კავშირია.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. integration
    Fr. integration
    L. integratio შევსება, აღდგენა, integer მთლიანი
    ნაწილებისელემენტების ერთ მთლიანობაში გაერთიანება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9