1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინტერვიუ

  1. მიზანმიმართული საუბარი, რომლის ამოცანაა პროგრამით გათვალისწინებულ კითხვებზე გაცემული პასუხების საშუალებით საჭირო ინფორმაციის მიღება. ი. ფართოდ გამოიყენება სოციალური პრაქტიკის მრავალ სფეროსა და სხვადასხვა მეცნიერებაში (ფსიქოლოგიაში, ჟურნალისტიკაში, მედიცინაში, კრიმინოლოგიაში). ემპირიულ სოციოლოგიაში ი. ვერბალური სოციალური ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ინფორმაციის მიღება ხდება ინტერვიუერის რესპონდენტთან მიზანდასახული საუბრის საშუალებით. საუბრის მიმართულებას განსაზღვრავს საკვლევი პრობლემა, რომელიც აინტერესებს მკვლევარს და რომელიც მოცემული კონკრეტული სოციალური გამოკვლევის საგანია. ი. აგრეთვე ემყარება მკვლევარსა (ან ინტერვიუერს) და რესპონდენტს შორის განსაკუთრებულ კვლევით ურთიერთობას, უშუალო სოციალურ-ფსიქოლოგიურ ურთიერთქმედებას. ი-ს პროცედურა გულისხმობს: 1. რესპონდენტის შერჩევას, 2. ი-ს ადგილისა და დროის განსაზღვრას, 3. პასუხების ჩაწერასა და მასალის საბოლოო გაფორმებას. ი-ს პროცესს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ცვლადები: 1. ინტერვიუერი - პირი, რომელიც ატარებს გამოკითხვას, 2. რესპონდენტი (ანუ ინფორმანტი) პირი (ან ჯგუფი), რომელიც ინფორმაციის წყაროა, 3. ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს დიალოგს კითხვებისა და პასუხების ფორმით - ი-ს კომუნიკე, 4. გარემო პირობები, სადაც ტარდება ი. - ი-ს ველი. ი-ს საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება რესპონდენტთა საქმიანობის, განწყობების, შეხედულებების, შეფასებებისა და ა.შ. შესახებ. თავიანთი ცოდნისა და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რესპონდენტები წარმოადგენენ ინფორმატორებსაც გარკვეული სოციალური ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ. ი-ს წარმატება, მიღებული მონაცემების ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის დამყარებულ ურთიერთობაზე, კონტაქტის დონესა და ურთიერთგაგებაზე. არსებობს ი-ს სხვადასხვაგვარი კლასიფიკაცია, რაც განსხვავებულ კრიტერიუმებს ემყარება: I. ი-ს ორგანიზების, ჩატარების ფორმის მიხედვით: 1) ინდივიდუალური (რომელიც ერთ პირთან ტარდება) და 2) ჯგუფური (რომელიც ერთდროულად რამდენიმე პირთან ტარდება; II. კომუნიკაციის ფორმის მიხედვით: 1) პირისპირი და 2) სატელეფონო; III. მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით: 1) ი. აზრებისა და დამოკიდებულებების შესახებ, 2) ი. ფაქტების შესახებ (ე.წ. დოკუმენტური ი.); IV. ჩატარების სიხშირის მიხედვით: 1) ერთჯერადი და 2) მრავალჯერადი; V. ჩატარების ტექნიკისა და ფორმის მიხედვით: 1) ფორმალიზებული (სტანდარტიზებული, სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული - ყველა ეს სიტყვა სინონიმია) და 2) არაფორმალიზებული (აღსანიშნავია, რომ არაფორმალიზებულის მაგივრად ხშირად ხმარობენ ტერმინებს არასტანდარტიზებული, არასტრუქტურიზებული, თავისუფალი, ღია, სიღრმისეული, ინტენსიური, თვისებრივი, თუმცა ყველა ეს ტერმინი ყოველთვის არ წარმოადგენს სინონიმებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), 3) ნახევრად ფორმალიზებული (ნახევრად სტანდარტიზებული, ნახევრად სტრუქტურიზებული); VI. პროცედურის მიხედვით: პანელური, კლინიკური, ფოკუსირებული, არამიმართული, მიმართული, მრავალგზისი, ჩაღრმავებული (ღრმა, სიღრმისეული), ნარატიული, ბიოგრაფიული, ლაიტმოტივური, ფოკუსჯგუფი, ე.წ. დიალოგის ი. (ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმა), ექსტენსიური და ინტენსიური, დირექტული და არადირექტული; VII. გამოსაკითხი პირების ტიპის მიხედვით: 1) ძირითად ინფორმატორებთან (ე.ი. ექსპერტული ი.) 2) ი. სპეციალურ რესპონდენტებთან, 3) ი. სოციალური ჯგუფების ან დემოგრაფიული პოპულაციის ტიპურ წარმომადგენლებთან. ი-ს საშუალებით მიღებული მონაცემები შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი. ი., როგორც კვლევის მნიშვნელოვანი ტექნიკა, ფართოდ გამოიყენება სოციოლოგიურ გამოკლევებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტრუქტურიზებული ი-ს გამოყენება კვლევის საწყის ეტაპზე, როდესაც ფორმირებულია ჰიპოთეზები და საჭიროა ვალიდური კითხვარის შექმნა, აგრთვე ფართომასშტაბიანი გამოკვლევების მეთოდიკის შემუშავება. იგი ძირითადი მეთოდია სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის დროს, როცა შერჩევა განსაზღვრული და მცირეა. როგორც დამატებითი მეთოდი, ი. გამოიყენება სხვა მეთოდებთან (როგორიცაა ანკეტირება, დაკვირვება და სხვ.) ერთად, აგრეთვე ე.წ. საკონტროლო გამოკვლევების დროს, სხვა მეთოდებით მიღებული მონაცემების დაზუსტებისა და შემოწმების მიზნით. ი., განსაკუთრებით არაფორმალიზებული, ყველაზე უფრო „მოქნილი“ მეთოდია. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ი. წარმოადგენს გამოკვლევის იმ სპეციფიკურ მეთოდს, რომელიც დამახასიათებელია სოციალური შემეცნებისათვის.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. გარკვეული ინფორმაციის მოპოვების მიზნით მასწავლებლის დიალოგი მოსწავლესთან. ინტერვიუ შეიძლება იყოს სტრუქტურირებული ან არასტრუქტურირებული. სტრუქტურირებულია ინტერვიუ, რომელიც ეფუძნება წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს, ხოლო არასტრუქტურირებული ინტერვიუს დროს მასწავლებელს შეკითხვების წინასწარ არ აქვს მომზადებული და მას სვამს საუბრის პროცესში სიტუაციიდან გამომდინარე.
    ინტერვიუ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, გამოხატოს თავისი რეაქცია ან პასუხი რაიმე შეკითხვაზე ან შეკითხვათა რიგზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მასწავლებელმა დაადგინოს მოსწავლის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, საკითხის გაგების სიღრმე და არა ის, თუ მოსწავლე რამდენად სწორად პასუხობს შეკითხვაზე. შეკითხვები შეიძლება დაისვას რაიმე საკითხის, პრობლემის ან სიტუაციის ირგვლივ. ასეთი შეკითხვების დასმა მიზნად ისახავს იმის აღმოჩენას, თუ რამდენად ადეკვატურად ხედავს მოსწავლე პრობლემებს.
    ინტერვიუებს ხშირად იყენებენ ხოლმე იმისთვისაც, რომ მოსწავლე მიხვდეს, თუ რა პრობლემები აქვს მას და რა საკითხებზე იქნებოდა მისი მხრივ ყურადღების გამახვილება. ინტერვიუების მეთოდს ხშირად ეფექტურად იყენებენ ხოლმე სადამრიგებლო პროგრამის განსახორციელებლადაც.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
  3. E. interview
    Fr. Interview, inter შორის + view აზრი
    რომელიმე პირთან აქტუალურ თემაზე კითხვა-პასუხის ფორმით წარმართული საუბრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9