1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინტერპოლი

  1. E. INTERPOL
    კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1923 წელს. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო ხელისუფალთა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ი–ის წევრია 120 ქვეყნის ოფიციალური საპოლიციო ორგანოები, უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა, რომელიც შედგება წევრი სახელმწიფოები მიერ მივლინებული დელეგატებისაგან და იკრიბება ყოველწლიურად, ასამბლეა ირჩევს აღმასკომს – პრეზიდენტს, 3 ვიცე–პრეზიდენტისა და და ცხრა დელეგატის შემადგენლობით. ყოველი მათგანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს. არსებობს აგრეთვე მრჩეველთა კოლეგია. გენერალური სამდივნო კოორდინაციას უწევს ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების საპოლიციო ორგანოების საქმიანობას, აგროვებს დოკუმენტაციას ძებნაში მყოფი პირების საქმიანობის შესახებ და ა.შ. სამდივნო კონტროლს უწევს რადიოქსელს, რომელიც 53 რადიოსადგურიდაგან სედგება. ორგანიზაციის ოფიციალური ენებია: ფრანგული, ინგლისური და ესპანური. შტაბ–ბინა ქ.ლიონშია (საფრანგეთი), საქართველო ი–ში გაწევრიანდა 1993 წლის სექტემბერში. შეიქმნა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო, რომელიც აქტიურად საქმიანობს საქართველოსი და საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის, დაკავებისა და გადაცემის (იხ. ექსტრადიცია) საქმეში.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. E. interpol
    Fr. organisation internationale de police criminelle
    1923 წელს შექმნილი კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის შემოკლებული დასახელება. უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური ასამბლეა, მუდმივი და სპეციალური ორგანოებია გენერალური სამდივნო და ეროვნული ცენტრალური ბიურო. ინტერპოლი წარმოადგენს დამნაშავეთა რეგისტრაციის საერთაშორისო ცენტრს, ასევე ეწევა საერთაშორისო მასშტაბით დამნაშავეთა (ეჭვმიტანილი, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების, გატაცებული ფასეულობების) ძებნის კოორდინირებას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9