1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ისკ ისლ ისმ ისტ

ისტორიზმი

1. ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ადამიანური ეგზისტენციის გამოვლენას ისტორიულობაში ხედავს და ინსტიტუციების, იდეების წარმომავლობისა და ცვალებადობის ისტორიულობას უსვამს ხაზს. 2. მეცნიერულ-თეორიული აზრით, ი. გულისხმობს კანონზომიერებების ისტორიული ინვარიანტების ძიებაზე, დროისა და სივრცისაგან დამოუკიდებელ ნომოლოგიურ გამონათქვამებზე უარის თქმას. ი. ყოველ ისტორიულ ეპოქას უნიკალურად მიიჩნევს და ცალკეული სიტუაციის, მოქმედების ხერხებისა და თვით მოქმედი სუბიექტების ინდივიდუალურობას თავისი კვლევის ობიექტად აცხადებს. ი-ის თანახმად, საგნის არსი მის განუმეორებლობაში უნდა იქნეს შემეცნებული, რაც ჰერმენევტიკისა და გაგების მეთოდებით ან ინტუიციით მიიღწევა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9