1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იუდ იუნ იურ იუს

იუნესკო და საქართველო

E. UNESCO and Georgia
საქართველო გაწევრიანდა იუნესკოში 1992 წელს. შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, რომელიც იუნესკოსთან საქართველოს თანამშრომლობის ოფიციალური აზრი გახდა. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. 1994 წლის თებერვალში ქ. პარიზში დაარსდა იუნესკოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ამჟამად იუნესკო–საქართველოს თანამშრომლობა ხორციელდება 1995 წელს ხელმოწერილი იუნესკო–საქართველოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩარჩოებში. 1999 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიის პირველი სახელმწიფო, რომელიც იუნესკოს აღ,ასრულებელ საბჭოში 4 წლით აირჩიეს. იუნესკოს გენერალური კონფერენციის 30–ე სესიაზე საქართველოს ინიციატივით დამტკიცდა პროექტი „კავკასია“, რომელმაც იუნესკოს კომპეტენციის სფეროში, სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს თანამშრომლობის მეშვეობით, რეგიონში სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი. საქართველოს თანამშრომლობა იუნესკოსთან ხორციელდება სხვადასხვა მიმარტულებით: განათლების, კულტურის, მეცნიერების, ინფორმაცია–კომუნიკაციისა და სხვა სფეროებში.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9