1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იუდ იუნ იურ იუს

იუნესკო

E. UNESCO

(გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) – გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულება. ოფიციალურად არსებობს 4.XI.1946-დან, როდესაც ზალაში შევიდა მისი წესდება. 2002 წლისთვის ი-ის წევრი იყო 186 სახელმწიფო. წესდების თანახმად, სახელლწიფოებში საკითხებზე იქმნება ეროვნული კომსიები, რომელტაგან საკონსულტაციო სტატუსი აქვს 250-ზე მეტ არასამათვარობო საერთაშორისო ორგანიზაციას, ხოლო საქმიანი კონტაქტი – 4000 ორგანიზაციას. ი-ს წლიური ბიუჯეტი შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების საწევრო გადასახადებისაგან.
იუნესკო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს:
მშვიდობისა და უსაფრტხოების განმტკიცებას, რისთვისაც განავითარებს ხალხთა თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების და კულტურის დარგში;
ყველა ხალხისათვის გაეროს წესდებით გამოცხადებული სამართლიანობის, კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემის უზრუნველყოფას, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და რელიგიისა ი-ის საქმიანობის დიაპაზონი მოიცავს საკითხთა ფართო წრეს – უწიგნურობასთან ბრძოლას, განათლების დაფინანსებასა და დაგეგმვას, განვითარებად ქვეყნებში საინჟინრო-ტექნიკური კადრების მოსამზადებელი ცენტრების შექმნას, მეცნიერების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა და მშვიდობის განტკიცების პრობლემების კვლევას, განათლების მიზნით კოსმოსური კავშირგაბმულობის გამოყენებას.
ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს 150-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებას – კონფერენციებს, სხდომებს, სიმპოზიუმებს.
ორგანიზაციის სტრუქტურა. ი-ს უმაღლესი ორგანოა გენერალური კონფერენცია, რომელიც შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების წარმომადგენელთაგან. იგი ორ წელიწადში ერთხელ მართავს სესიას. გენერალური კონფერენცია ირჩევს აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც 51 წევრისგან შედგება და წელიწადში ორ-სამჯერ იკრიბება. საბჭოს სამდივნოს მეთაურობს გენერალური დირექტორი. სამდივნოს დაკომპლექტება ხდება გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპით. ი-ს აქვს 6 პრიორიტეტული მიმართულება:
1) აღზრდა;
2) მეცნიერება;
3) კულტურა;
4) კომუნიკაცია;
5) სოციალური მეცნიერებანი და განვითარება
6) მშვიდობა და ადამიანის უფლებები.
იგი რამდენიმე ენაზე გამოსცემს ორასზე მეტ პერიოდულ და ას სერიულ გამოცემას. ყოველწლიურად გამოიცემა ასობით წიგნი: ცნობარები, ტერმინოლოგიური ლექსიკონები, საიუბილეო გამოცემები, საერთაშორისო მიმოხილვები, პედაგოგიური და ტექნიკური დამხმარე სახელმძღვანელოები, კატალოგები, აგრეთვე მონოგრაფიები განათლების, მეცნიერები, კულტურისა და ინფორმაციის პრობლემებზე. ი-ს შტაბ-ბინა ქ. პარიზშია, მისი ოფიციალური ენებია: ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული, ჩინური.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9