1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იძუ

იძულებითი შრომა

E. Forced laber
სავალდებულო შრომა, რომელიც სასჯელის მუქარის გამო არანებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ასეთმა პრაქტიკამ შესაძლებელია მონობამდე, ან მსგავს მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ი.შ. პოლიტიკური იძულების, ან “აღზრდის” მიზნით გამოიყენება, როგორც პოლიტიკური აზრის თავისუფლად გამოთქმის საწინააღმდეგო ზომა. ი.შ. რასობრივი, სოციალური, ან სხვა სახის დისკრიმინაციის მიზნითაც გამოიყენება (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, კონვენცია 105). ზოგჯერ ი.შ-ის მიზანია ადამიანის ფიზიკური გამოფიტვა და, ამის შედეგად, მისი ნაადრევი სიკვდილი. \ ი.შ-ს არ განეკუთვნება: \n1. ნებისმიერი იძულებითი სამუშაო, როდესაც ამ სახის შრომა კომპეტენტური, ღია სასამართლო პროცესის შედეგადაა მისჯილი; \n2. ნებისმიერი სამხედრო ხასიათის შრომა, ან ალტერნატიული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც ეს უკანასკნელი კანონითაა გათვალისწინებული; \n3. ნებისმიერი სამუშაო, რომლის ჩატარება აუცილებელია ექსტრემალურ ვითარებაში და უბედურების დროს, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოების წევრთა სიცოცხლეს და კეთილდღეობას; \n4. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ჩვეულებრივი სამოქალაქო მოვალეობების ნაწილია.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9