კანონის ამა თუ იმ მუხლის მიყენება კონკრეტული ქმედებებისათვის. კ–ის აღნიშნული მნიშვნელობა ემყარება შუა საუკუნეების ღვთისმეტყველებაში გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც ცალკეული რელიგიური საკითხი შესაბამისი დოგმის საფუძველზე აიხსნებოდა. ქართულ სიტყვათხმარებაში ფართოდაა გავრცელებული ტერმინის ვიწრო მნიშვნელობაც, რომელიც გულისხმობს საეჭვო დებულებების სხვადასხვა ხრიკებით გამართლებას.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]