1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ

კანონმდებლობის გამარტივება

E. Simplification of Legislation
კანონმდებლობის გამარტივება ნიშნავს ხელშეკრულების გათავისუფლებას იმ დებულებებისგან, რომელიც უსარგებლოდ და მისი მიზნის არაპროპორციულად იქნება მიჩნეული. გამარტივება გულისხმობს კანონმდებლობის როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ კონსოლიდაციას და მის დებულებათა გადამუშავებას \nეს საკითხი განსაკუთრებული სიმძაფრით დაისვა ერთიან ბაზართან დაკავშირებულ თეთრ წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ. ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებას ევროპული კანონმდებლობის გამდიდრება და გაფართოება მოჰყვა. გაერთიანების ქმედებათა გამჭვირვალობისა და ეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი გახდა ამ რთული და გადატვირთული საკანონმდებლო ბაზის გამარტივება. 1996 წლის მაისში შემუშავდა სპეციალური საცდელი პროგრამა (ერთიანი ბაზრის კანონმდებლობის გამარტივება - SLIM), რომელიც ოთხ სფეროს მოიცავს და შეიძლება სხვა სფეროებზეც გავრცელდეს \n1997 წლის მთავრობათშორისი კონფერენციის ფინალურ დოკუმენტს ერთვის დეკლარაცია გაერთიანების კანონშემოქმედების შესახებ. დეკლარაცია რეკომენდაციას აძლევს ევროპის პარლამენტს, მინისტრებს საბჭოს და ევროკომისიას, შეიმუშაონ პრინციპები კანონმდებლობის ფორმის გაუმჯობესებისათვის და მოუწოდებს მათ დააჩქარონ საკანონმდებლო ტექსტების კონსოლიდაცია.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9