1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვი კვლ კვო

კვალიფიციური უმრავლესობა

E. Qualified Majority
ევროგაერთიანების ხელშეკრულების 205-ე მუხლის თანხმად, თუკი ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, მინისტრების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებას, ხმები წევრ სახელმწიფოებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი - 10 ხმა; ესპანეთი - 8 ხმა; ბელგია, საბერძნეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია - 5 ხმა; დანია, ირლანდია და ფინეთი - 3 ხმა; ლუქსემბურგი - 2 ხმა. კვალიფიციურ უმრავლესობას შეადგენს 62 ხმა 87 ხმიდან \nნიცის ხელშეკრულებამ (ძალაში შევიდა 2003 წელს), ევროპის კავშირში 10 ახალი წევრის მიერთების გამო, ხმები ხელახლა გადაანაწილა. კერძოდ: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია - 29 ხმა, ესპანეთი, პოლონეთი - 27 ხმა, რუმინეთი 14 ხმა, ნიდერლანდი - 13 ხმა, საბერძნეთი, ჩაეხეთი, ბელგია, უნგრეთი, პორტუგალია - 12 ხმა, შვედეთი, ბულგარეთი, ავსტრია - 10 ხმა, სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ირლანდია, ლიტვა - 7 ხმა, ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი - 4 ხმა, მალტა - 3 ხმა. გაფართოების შემდეგ საბჭოში ხმათა საერთო რაოდენობა 345-ს შეადგენს \nრაც შეეხება კვალიფიციურ უმრავლესობას გაფართოების შემდეგ, ნიცის ხელშეკრულების თანახმად, კვალიფიციური უმრავლესობა მიღწეულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს კვალიფიციური უმრავლესობისათვის აუცილებელი ხმათა რაოდენობა და, ამასთანავე, წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაც. \nნიცის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს საბჭოს წევრის უფლებას, მოითხოვოს გადამოწმება, შეადგენს თუ არა კვალიფიციური უმრავლესობა ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის სულ მცირე 62%-ს. თუ ეს პირობა არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება არ ჩაითვლება მიღებულად. თუმცა, ეს პირობა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას რომელიმე წევრი სახელმწიფო მოითხოვს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9