ცენტრალიზებული სოციალური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა ლოიალობას და არა იძულების ინსტიტუტს. ამერიკელი ევოლუციონისტ–ანთროპოლოგები კ–ს განიხილავენ ტომიდან აღმოცენებული სახელმწიფოს წინამორბედად. ახასიათებს საკუთრების გადანაწილებაზე დამყარებული სოციალური სტრატიფიკაციისა და ეკონომიკური სისტემის მოდელები. კ., ჩვეულებრივ, სისხლით ნათესავთა ჯგუფია, დედით ან მამით ერთი წარმომავლობის მქონე, საერთო წინაპრის სახელის მატარებელი, როგორც წესი, ეგზოგამიური, წევრები დაკავშირებული არიან სამეურნეო და საზოგადოებრივი ძაფებით. კ–ს სხვადასხვაგვარი რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციები აქვს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]