1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლასი

მაკროჯგუფი საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციაში, რომელიც აერთიანებს მსგავსი მატერიალური რესურსების, სოციალური მდგომარეობისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს. ამ ცნების დამკვიდრება მეცნიერებაში დაკავშირებულია კარლ მარქსის სახელთან. მარქსისტული მიმდინარეობის წარმომადგენლებისათვის კ–ის მაკონსტრუირებულ კრიტერიუმებად ადამიანის წარმოების საშუალებებისადმი დამოკიდებულება და ამით განპირობებული მისი როლი და საზოგადოებრივი დოვლათის განაწილებაში მისი წილი მიიჩნევა. თანამედროვე სოციოლოგიაში ამ ორიენტაციის სოციოლოგები კ–ისადმი კუთვნილების განმსაზღვრელ კრიტერიუმად ასევე იყენებენ ისეთ მახასიათებელს, როგორიცაა ეკონომიკურ რესურსებზე კონტროლი. მ. ვებერი და მისი მიმდევრები საზოგადოების კლასობრივი სტრატიფიკაციისას ყურადღებას ამახვილებენ განათლებაზე, კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, სოციალურ სტატუსსა და პრესტიჟზე, პროფესიაზე, შემოსავლების დონეზე, ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე, ეს უკანასკნელნი, მათი აზრით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სოციალური ჯგუფების მიერ როგორც სოციალური ბარიერები სხვა ჯგუფების წინააღმდეგ, ასევე რესურსების კონტროლზე მონოპოლიის მისაღწევად.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9