1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლაუზევიცის დოქტრინა

დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ომის წარმართვას პოლიტიკისა და საზოგადოების მოთხოვნილებები უნდა განაპირობებდეს. კ. დ–ის გამოხატულებად ითვლება ფრაზა: „ომი არის პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელება“, რაც გულისხმობს, რომ ომი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა. კ. დ–იდან გამომდინარეობს ე.წ. „სამსახოვანი ომი“, რომელშიც ჩართულია ხალხი, არმია და მთავრობა. ხალხი ომის თანმდევ ძალადობას, ზიზღსა და მტრობას უკავშირდება; არმია – ომის ალბათობასა და იღბალს; ხოლო მთავრობა ძალადობის კონტროლსა და ომის პოლიტიკური მიზნებისათვის დაქვემდებარებასთანაა წილნაყარი. კლაუზევიცის დიდ დამსახურებად „ტოტალური“ და „შეზღუდული“ ომის ერთმანეთისაგან გამიჯვნა მიიჩნევა. კ. დ. „სამსახოვანი ომის“ თაობაზე ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ ნაკლებად დამაჯერებელი გახდა, რადგან ბირთვული ომი თავისი ბუნებით ტოტალური ომია, რომელშიც პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოთხოვნილებები ვერანაირ როლს ვეღარ ასრულებს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9