1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კოლექტიური მოქმედება

1. ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის მოქმედების ტიპი, რომელიც ორიენტირებულია საერთო მიზნების მიღწევაზე. 2. კოლექტიური ქცევა. ადამიანთა ქცევა ან მომქმედება ჯგუფში ან ბრბოში, სადაც სხვა ადამიანთა ფიზიკური სიახლოვე და ზემოქმედება ქმნის სტანდარტებისაგან გადახრის ტენდენციას არაორდინალური ვითარების გამო; კოლექტიური ქცევა, ძირითადად, არის ობიექტურად და უეცრად წარმოქმნილ, კრიტიკულ სიტუაციებზე ადამიანთა მასობრივი, სპონტანური რეაქციები. კოლექტიური ქცევის გარემოს ახასიათებს ინდივიდუალური ნების დაკარგვა და ჯგუფური ფსიქოლოგია, ამიტომ ასეთი მოქმედება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ფეთქებადი და არაპროგნოზირებადია. პანიკა არის კოლექტიური ქცევის კლასიკური ტიპი. სტიქიური უბედურებების ვითარებების გარდა კოლექტიური ქცევა ახასიათებს ომებს, რევოლუციებს. ადრეულ სოციოლოგიურ და სოციალურ–ფსიქოლოგიურ (გ. ლებონი), აგრეთვე ზოგ თანამედროვე თეორიაში (სმელზერი) ამგვარი ქცევის სხვადასხვაგვარი ფორმა, მაგ.: მასობრივი მიტინგები, ბუნტი, აჯანყება, განიხილება ნორმალური სოციალური წესრიგის მიმართ მუქარად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ მოძრაობასა და სოციალურ ცვლილებებში.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9