1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კომბატანტები

  1. E. Combatants
    რეგულარული, ან არარეგულარული არმიის ნაწილები, რომლებიც მონაწილეობენ ბრძოლებში და იმყოფებიან ომის წარმოების საერთაშორისო წესების დაცვის ქვეშ
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Combatants
    შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარიოს შეიარაღებულ ძალებში შემავალი პირები (სამეურნეო, სამედიცინო და სასულიერო პერსონალი), რომლებსაც უფლება აქვთ, უშუალო მონაწიეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციებში, ჟენევის 1949 წლის კონვენციასა და 1977 წლის დამატებით ოქმებში ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ განსაზღვრულია კომბატანტთა წრე, ესენია: სახმელეთო, სამხედრო–საზღვაო და სამხედრო–საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობა, პარტიზანები და მოხალისეები, რომლებიც ღიად ატარებენ იარაღს, იცავენ ომის კანონებსა და ჩვეულებებს, ჰყავთ პასუხისმგებელი სამხედრო ხელმძღვანელი; მოსახლეობა, რომელიც იარაღით ხელსი იცავს თავს დამპყრობელისაგან, სამხედრო ხომალდების ეკიპაჟები. კ–ები უნდა განსხვავდებოდნენ სამოქალაქო მოსახლეობისაგან, კერძოდ, რიად უნდა ატარებდნენ ფორმას, ჰქონდეთ შორი მანძილიდან ამოსაცნობი განმასხვავებელი ნიშანი. მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების ხელში მოხვედრილი პირი, რომელიც სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობდა, სამხედრო ტყვედ ითვლება და შესაბამისად სარგებლობს დაცვის უფლებით (1977 წლის I დამატებითი ოქმის 45–ე მუხ.). საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით კ–სთვის გათვალისწინებყულია დაცვის სპეციალური მექანიზმი. კ–ები ტყვეობაში სარგებლობენ სამხედრო ტყვის სტატუსით. კ–ის სტატუსით არ სარგებლობენ ჯაშუშები და დაქირავებული პირები. კ–ის ცნება განსხვავდება მფარველობაში მყოფი პირები ცნებისაგან.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9