1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კომისიის დამტკიცება

E. Confirmation of the Commission
მაასტრიხტისა და ამსტერდამის ხელშეკრულებებმა ნაწილობრივ შეცვალეს კომისიის წევრების დანიშვნის წესი და დამტკიცების პროცედურა დააწესეს. დღეს ორი განსხვავებული პროცედურა არსებობს: ერთი კომისიის პრეზიდენტს ეხება, მეორე - კომისიის წევრებს \nთავდაპირველად წევრი სახელმწიფოების მთავრობები პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ თანხმდებიან კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. პრეზიდენტის კანდიდატურა უნდა მოიწონოს პარლამენტმა (ეს სიახლე ამსტერდამის ხელშეკრულებამ მოიტანა). შემდეგ წევრი სახელმწიფოები ასახელებენ კომისიის წევრობის კანდიდატებს, რისთვისაც კონსულტაციას გადიან პრეზიდენტობის კანდიდატთან. ამის შემდეგ, მთლიანი კაბინეტის შემადგენლობა უნდა მოიწონოს ევროპის პარლამენტმა. საბოლოოდ კომისიის პრეზიდენტი და წევრები ინიშნებიან წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ \nპირველად აღნიშნული პროცედურა გაიარა 1995-1999 წლის მოწვევის პარლამენტმა. მას ორმაგი უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, ზრდის კომისიის ლეგიტიმურობას და ამასთანავე, ინტენსიურს ხდის ორ ორგანოს შორის თანამშრომლობას \nნიცის ხელშეკრულების თანხმად, გაფართოების შემდეგ კომისიის პრეზიდენტს დანიშნავს ევროპული საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით და არა ერთხმად, როგორც ეს დღემდე ხდება. ამის შემდეგ, ევროპული საბჭო, ისევ კვალიფიციური უმრავლესობით და უკვე დანიშნული პრეზიდენტის თანხმობით, მიიღებს კომისიის წევრების სიას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საბჭო პარლამენტის თანხმობის შემდეგ. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტი.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9