1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კომისიის შემადგენლობა

E. Composition of the Commission
კომისიის შემადგენლობის საკითხი მწვავედ დადგა ორი სამთავრობათშორისო კონფერენციის დროს, რომლებიც ორი ხელშეკრულების - ამსტერდამის (1996) და ნიცის (2000) - ხელმოწერით დასრულდა. ამსტერდამის ხელშეკრულებაში ამ მხრივ ცვლილებები არ განხორციელებულა. მაშინ უმთავრეს პრობლემას კომისიის ეფექტურობის ამაღლება, კოლექტიური პასუხისმგებლობისა და ლეგიტიმურობის გაზრდა წარმოადგენდა \nმოსალოდნელმა გაფართოებამ კომისიის შემადგენლობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა. ამ საკითხის გადაწყვეტა ნიცის ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. 2005 წლის 1 იანვრიდან კომისიის შემადგენლობაში შევა თითოეული წევრი სახელმწიფოს ერთი წარმომადგენელი. ახალ წევრ სახელმწიფოს უფლება ექნება, ჰყავდეს კომისიის ერთი წევრი გაწევრიანებისთანავე. ხოლო მას შემდეგ, რაც კავშირის წევრთა რაოდენობა 27-ს შეადგენს (2007 წლიდან), კომისიის წევრები დაინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა შორის როტაციის წესით.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9