1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კონვერგენცია

  1. სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური სისტემების, მათი სტრუქტურების თანდათანობითი დაახლოება ურთიერთკავშირის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე, არსებითი წინააღმდეგობების გადალახვა და საერთო მახასიათებლების შეძენა, რაც განსაკუთრებით აქტიურდება სამეცნიერო–ტექნიკური განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და გლობალიზაციის პროცესების ვითარებაში. კ–ის იდეა ჯერ კიდევ XX ს–ის 50-იან წლებში გაჩნდა და ფართოდ გავრცელდა თანამედროვე სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის გავრცელებასთან ერთად. კ. მუშავდებოდა ჯ. გელბრეიტის, უ. როსტოუს, პ. სოროკინის, ი. ტინბერგენის და სხვ., მათ შორის ცნობილი „რომაული კლუბის“ წარმომადგენლების მიერ. ისინი გამოდიან იმ მოსაზრებიდან, რომ სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის განვითარება, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების ინტერნაციონალიზაცია, რომელიც ობიექტური რეალობაა და რომელმაც ეროვნული საზღვრები არ იცის, აუცილებლად საბოლოოდ მიგვიყვანს ახალი ტიპის, შერეული, ე.წ. ჰიბრიდული საზოგადოების შექმნამდე, რომელიც თავის თავში მოიცავს დადებითს როგორც კაპიტალიზმიდან, ისე სოციალიზმიდან. აღნიშნულის საფუძველზე, მათი აზრით, უნდა გადაწყდეს თანამედროვეობის გლობალური და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. 70-იან წლებში კ–მ შემდგომი განვითარება და მოდერნიზაცია ჰპოვა ზ. ბჟეზინსკის, რ. ჰანტინგტონის, კ. მენერტისა და სხვა შრომებში, წარმოიშვა იდეა ე.წ. ნეგატიური კ–ის შესახებ. მათი მტკიცებით, დაპირისპირებული სოციალურ–პოლიტიკური სისტემები ერთმანეთისაგან უპირატესად უარყოფითს და არა დადებითს იღებენ და თანამედროვე ცივილიზაცია, როგორც ერთი მთლიანობა, კრიზისისაკენ მიჰყავთ. (რ. ფაილბრონერი, გ. მარკუზე, ი. ჰაბერმასი და სხვ.). ყოფილ სსრკ–ში კ–ის პროპაგანდას უწვდა და მასზე მუშაობდა ა. სახაროვი. დღეისათვის სოციალისტური სისტემის მარცხი დღის წესრიგიდან არ ხსნის კ–ს საკითხს, თუმცა კი სერიოზულად ცვლის მის შინაარსს და წინა პლანზე ახალ ტენდენციებსა და ასპექტებს აყენებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. convergence
    L. convergere
    თანხვედრა, დაახლოება (მოსაზრებების, პოზიციების, პოლიტიკური შეხედულებების).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9