1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კონვერსია

  1. ტერმინი ხშირად გვხვდება სამხედრო დანიშნულების, წარმოებისა და ეკონომიკის სხვა დარგების სამოქალაქო დანიშნულების წარმოებაზე გადაყვანის აღსანიშნავად ან პირიქით. (სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი „პერესტროიკის“ ეპოქის საბჭოთა მრეწველობის მიმართ). ის აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ომის მოთხოვნილებები ქვეყანას აიძულებს შეკვეცოს სამოქალაქო დანიშნულების მრეწველობა და გაზარდოს სამხედრო მრეწველობა (ან პირიქით). ცივი ომის დასრულების შემდეგ, კ–ს დაექვემდებარა არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მისი ყოფილი მეტოქეების ეკონომიკაც.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. conversion
    L. Conversio შეცვლა
    ადრე გამოშვებული სახელმწიფო სესხის ან სხვა ფასიანი ქაღალდების პირობების შეცვლა (პროცენტის შემცირება, გადახდის ვადის გადაწევა, ფასიანი ქაღალდის კლასის შეცვლა და მისთ.)
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9