პირობების ერთობლიობა, მდგომარეობა, გარკვეულ სფეროში კონკრეტული მომენტისათვის არსებული სიტუაცია, მაგალითად, პოლიტიკური კ., საერთაშორისო კ., ეკონომიკური კ. და სხვა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. conjunctureG. konjunkturL. conjungere დაკავშირება, შეერთება 1. ბაზარზე შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ხასიათდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობით, ფასების დონით, საქონლის მარაგით, პროდუქციის რაოდენობით, ბაზრის პირობებით, მოგების პროცენტით და სხვ.;
2. საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის რომელიმე სფეროში შექმნილი მდგომარეობის განმსაზღვრელ პირობებს შორის არსებული ურთიერთკავშირები, მათი ერთობლიობა;
3. სახელმწიფოს განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე ეკონომიკური, საფინანსო ურთიერთობების მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]