გადაწყვეტილებების ან დოკუმენტების მომზადებისა და მიღების სახე, რომლის დროსაც განსახილველი დებულება მიიღება არა კენჭისყრით, არამედ შეთანხმებით. კ–ის დროს რომელიმე მხარე, რომელიც თანახმა არ არის დოკუმენტის ამა თუ იმ კონკრეტული დებულების მიღებაზე, მაინც მხარს უჭერს მთელი დოკუმენტის, გადაწყვეტილების მიღებას მისი ზოგადი ხასიათიდან ან მიზნებიდან გამომდინარე. კ. მჭიდროდ უკავშირდება საკითხების „პაკეტში“ მიღების მეთოდს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება არა დოკუმენტის ცალკეული პუნქტების მიხედვით, არამედ მთლიანად. დასავლურ პოლიტიკურ პრაქტიკაში კ. განსაკუთრებით ხშირად ფიგურირებს პარტიათა შორის ურთიერთობებში, როდესაც რომელიმე პრობლემის მიმართ მიღწეულია ზოგადი თანხმობა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]