1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კორეპერი

E. Coreper
კორეპერი ფრანგული აკრონიმია (COmmitee des REpresentants PERmanents) და მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს ნიშნავს. კორეპერი შედგება ევროკავშირთან წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლებისაგან (ელჩებისაგან) და მისი ფუნქციაა, დაეხმაროს მინისტრების საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების (კომისიის წინადადებების) განხილვის მომზადებაში. კორეპერი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გაერთიანების გადაწყვეტილებათა მიღების სისტემაში, რომელშიც იგი, ერთი მხრივ, დიალოგის ფორუმს (მუდმივ წარმომადგენლებს შორის, ან მათსა და წევრ სახელმწიფოთა დედაქალაქებს შორის) წარმოადგენს და, მეორე მხრივ, პოლიტიკური კონტროლის ორგანოს (ექპსერტთა ჯგუფებისათვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისა და მათი ზედამხედველობის გამო). ფაქტობრივად კორეპერი ორი ნაწილისაგან შედგება \n კორეპერ 1 - მუდმივ წარმომადგენელთა მოადგილეები \n კორეპერ 2 - მუდმივი წარმომადგენლებ \nმინისტრების საბჭოს ეფექტური მოღვაწეობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კორეპერში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9