1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრა კრე კრი კრო

კრიზისი

  1. უეცრად წარმოშობილი მასობრივი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა შეუძლებელია დიდი ძალისხმევის (სიძნელეების გადალახვის) გარეშე. სოციოლოგიაში განასხვავებენ კ–ის რამდენიმე სახეს: ლეგიტიმაციის კ.: თანამედროვე პოლიტიკური სისტემების ტენდენცია, რომელიც დამოკიდებულია პოლიტიკური სისტემების თანხმობაზე, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ავტორიტეტებს, რაც რთულ პრობლემებს უკავშირდება. იურგენ ჰაბერმასი საუბრობს თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების კ–ის სამ მთავარ ტენდენციაზე: 1. ეკონომიკური კ. წარმოიშობა იმის გამო, რომ სახელმწიფო, რომელიც უნდა მოქმედებდეს როგორც „სამართლისა და ღირებულებების არაცნობიერი აღმასრულებელი“, ამის მაგიერ ფუნქციონირებს როგორც „გაერთიანებული მონოპოლიური კაპიტალის“ დაგეგმვის აგენტი. 2. რაციონალობის კ. ნიშნავს „ადმინისტრაციული რაციონალობის დარღვევას“. ეს ხდება 1) ცალკეული კაპიტალისტის (კაპიტალის მონოპოლისტური და არამონოპოლისტური ფორმების) ინტერესთა შეჯახების შედეგად, 2) სისტემისთვის უცხო სტრუქტურების გაჩენით, მაგ., როგორიცაა საყოველთაო კეთილდრეობის უზრუნველყოფა. 3. ლეგიტიმაციისა და მოტივაციის კ., რომელსაც საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ჩარევების პოლიტიზაცია. ასევე არსებობს ცხოვრების შუა ეტაპის კ., რომელიც დაკავშირებულია 40 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანების შეშფოთებებსა და ეჭვებთან პირად მომავალთან მიმართებაში. ქალაქის კ.: (ტერმინი შემოიტანა მანუელ კასტელსმა), რომლის თანახმადაც, კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი პერიოდული კ–ები ყველაზე მკაფიოდ ქალაქებში ვლინდება, რადგან სწორად ქალაქია კლასობრივი ბრძოლის ძირითადი ასპარეზი. ქალაქის კ. წარმოიშობა მაშინ, როცა კეთილდღეობის არსებული დონე აღარ აკმაყოფილებს ქალაქის მცხოვრებთა საბაზისო მოთხოვნილებებს. სოციოლოგიაში ასევე გაარჩევენ პროფესიონალიზმის კ–ს, რაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშაკთა დეფიციტს ნიშნავს. კ. საერთაშორისო ურთიერთობებში გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა შორის ურთიერთდამოკიდებულების მოკლე პერიოდს, რომელიც მასში ჩაბმული და დაინტერესებული ქვეყნების მომავალი ურთიერთობებისთვის გადამწყვეტ მომენტად აღიქმება. საერთაშორისო კ–ის ანალიზისას ორი მიდგომა გამოიყენება. პირველი მათგანი კ–ის დროს გადაწყვეტილების მიმღები ცალკეული პირების მიერ ვითარების აღქმას, მათ მოტივებსა და ქცევას აქცევს ყურადღებას. მეორე მიდგომა საერთაშორისო კ–ს სტრუქტურული თვალსაზრისით განიხილავს და ყურადღებას მონაწილე მხარეთა (ძირითადად სახელმწიფოების) ურთიერთქმედებაზე და ამ ურთიერთქმედების შედეგებზე ამახვილებს. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ბიორაკრატიული პოლიტიკის ანალიზის, მეორე შემთხვევაში კი ფორმალური მოდელირების მეთოდები.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. crisis, breakdown, depression, juncture
    G. krisis
    L. Crisis
    Gk. krisis გადაწყვეტა, გადამწყვეტი (გარდატეხის) მომენტი
    1. მკვეთრი გარდატეხა;
    2. საზოგადოების განვითარებაში არსებული წინააღმდეგობებით განპირობებული ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების მოშლა, რომელსაც თან სდევს უმუშევრობა და მოსახლეობის ფართო ფენების ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება, გაღატაკება;
    3. მძიმე, გაჭირვებული მდგომარეობა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9