1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუბ კულ კუმ კუპ კურ

კულტურა

  1. წარმოდგება ლათინური ზმნიდან „colo“, რაც (ნიადაგის) მოვლას, დამუშავებას, ზრუნვას ნიშნავს. კ–ის ცნების განსაზღვრებაში არ არსებობს ერთსულოვნება. საკმარისია ითქვას, რომ დღეისთვის ოთხასამდე დეფინიციას ითვლიან. თუმცა შეიძლება გამოიყოს კ–ის ცნების განსაზღვების სამი ძირითადი ელემენტი:
    1. კ. ისაა, რაც გადაეცემა. ის სოციალური მემკვიდრეობა, ანუ სოციალური ტრადიციაა. ამ ნიშნით კ. განსხვავდება სოციალური სისტემისაგან, რამდენადაც კ. შეიძლება ვრცელდებოდეს ერთი სოციალური სისტემიდან მეორეზე;
    2. კ. ისაა, რასაც სწავლობენ. კ. არაა ადამიანის გენეტური ბუნების გამოვლენა, ის სოციალიზაციის პროცესში შეძენილი ნორმების ერთობლიობაა;
    3. კ. საყოველთაოდ მიღებულია, ანუ ის საზოგადოებისათვის საერთო ნორმებისა და ღირებულებების სისტემაა.
    ამრიგად, კ., ერთი მხრივ, სოციალური ურთიერთქმედების პროდუქცია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ურთიერთქმედებათა სახეების დეტერმინანტი. გუდენაუ გამოყოფს კ–ის შემადგენელ ოთხ ელემენტს:
    1. ენობრივი ფენომენები (ცნებები, კონცეპტები), რომლებიც ადამიანის (ჯგუფის) გამოცდილების რელევანტურია, რამდენადაც ამ გამოცდილების მოწესრიგებასა და ორგანიზებას ახდენს;
    2. ცნებებს შორის მიზეზ–შედეგობრივი და ფუნქციონალური კავშირების გამომხატველი ურთიერთობები;
    3. ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია მიზნებთან, რისი მიღწევისკენაც საზოგადოება მიისწრაფვის;
    4. წესები და ნორმები, რომლებიც არეგულირებს ადამიანთა ქცევის ღირებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. წესებთან დაკავშირებულია სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს დასჯას ან წახალისებას ნორმების დარღვევის ან შესრულების შემთხვევაში.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. Culture
    კულტურის სფერო გაერთიანების კომპეტენციაში ევროკავშირის (მაასტრიხტის) ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ შევიდა. ევროგაერთიანების ხელშეკრულების 151-ე მუხლი სთხოვს გაერთიანებას, ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებს შორის კულტურულ თანამშრომლობას და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოს ისეთ სფეროებში როგორიცაა:
    ევროპელი ხალხების კულტურისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
    ევროპული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენაჩრუნება;
    არაკომერციულჩი სახის კულტურული გაცვლითი პროგრამები;
    ხელოვნების, ლიტერატურის ნიმუშები და აუდიოვიზუალური პროდუქცია;
    მესამე ქვეყნებთან და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა.
    ამ სფეროში საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ერთხმად, რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ და გამოიყენება თანაგადაწყვეტილების პროცედურა საბჭოს შეუძლია ერთხმად მიიღოს რეკომენდაციები კომისიის წინადადების საფუძველზე.
    1990 წლის შემდეგ გაერთიანებამ შეიმუშავა სხვადასხვა პროგრამა კულტურის სფეროში: კალეიდოსკოპი (ევროპული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა), არიანა (გამომცემლობები), რაფაელი (კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება). ევროგაერთიანებამ ასევე მხარი დაუჭირა წევრი სახელმწიფოების ინიციატივას ,,კულტურის ევროპული ქალაქის” დასახელების თაობაზე, რაც 1985 წლის შემდეგ ყოველწლიურად ხორციელდება.
    Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
  3. E. culture
    G. kultur
    Fr. culture
    L. cultura
    1. წარმოებით, სოციალურ და ინტელექტუალურ სფეროში კაცობრიობის მიღწევების ერთობლიობა;
    2. ვინმესთვის დამახასიათებელი სოციალური და ინტელექტუალური განვითარების დონე;
    3. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანის საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოყვანილი მცენარის ან ცხოველის კონკრეტული სახეობა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9