1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლეგ ლეი ლეს ლექ

ლესბოსელობა - ანუ საფიზმი

ქალთა ჰომოსექსუალიზმი, რომლისთვუისაც დამახასიათებელია ქალის სქესობრივი ლტოლვა, საყვარელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისადმი. სახელწოდება მომდინარეობს ძველი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან (Lesbos), რომელზეც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში ცხოვრობდა ცნობილი პოეტი ქალი საფო. მას ლესბოსური სუბკულტურის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. ცნობილია, რომ ისტორიამდელ ეპოქაში მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ ამორძალები - მეომარი ქალები, რომლებიც ასევე ლესბოსელები იყვნენ. \ თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში არსებობს ე.წ. ლესბოსური სოციუმები, ჯგუფები, რომლებიც ერთგვარ სუბკულტურულ კონსტრუქტს ქმნიან არა მარტო ქალთა ხელოვნებაში, არამედ, ზოგადად, კულტურულ ფარგლებში. ლესბოსელებს აქვთ თავიანთი გამოცემები, ინტერნეტ-გვერდები, იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9