1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლიბ ლიგ ლიდ ლიზ ლიკ ლიმ ლინ ლის ლიტ ლიც

ლიბერალური დემოკრატია

პოლიტიკური კულტურის ლიბერალურ–დემოკრატიული მოდელის ფაქტორები, ფორმირების ეტაპები და ევოლუცია, ძირითადად, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და ევოლუციის ეტაპებს ემთხვევა. უფრო მეტიც, ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ბურჟუაზიულ–დემოკრატიულ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ სისტემას. ლ.დ. დაკავშირებულია კაპიტალისტური განვითარების პროცესში ახალი, შუა საუკუნეებისაგან განსხვავებული მსოფლმხედველობის დაფუძნებასა და ლეგიტიმაციასთან, სადაც ინდივიდი მიჩნეულია სოციალური მოქმედების თავისუფალ, დამოუკიდებელ ერთეულად. მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს პლურალიზმი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელიცაა. აუცილებელია, აგრეთვე გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ითვალისწინებს როგორც ხელისუფლების მრავალი ცენტრის არსებობას, რომლებიც ზღუდავს როგორც სახელმწიფოს ერთმმართველობას, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური არჩევნის შესაძლებლობას, რაც თავისთავად წარმოუდგენელია არსებობის საშუალებების ალტერნატიული წყაროების გარეშე. თუ ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფო დომინირებს საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში, პირიქით, საზოგადოება დომინირებს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9