პიროვნება, რომელსაც მოცემული ჯგუფის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ერთობლივი მოქმედებებისათვის, ინტეგრაციის მიზნით, ძალუძს სხვაზე ზემოქმედების მოხდენა. პოლიტიკაში მოქმედების მასშტაბისა და ხასიათის მიხედვით ასხვავებენ სამი ტიპის ლ–ს:
1. მცირე ჯგუფის ლ.,
2.საზოგადოებრივი მოძრაობის (ორგანიზაციის, პარტიის) ლ.,
3. პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს ძალაუფლების ურთიერთობების სისტემაში, სადაც პოლიტიკური ლიდერობა სოციალური ინსტიტუტის სახით არის წარმოდგენილი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. leadre. to lead ხელმძღვანელობა, წარმართვა 1. პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის, სახელმწიფოს ხელმძღვანელი;
2. პირი, რომელიც კოლექტივში სარგებლობს ყველაზე დიდი ავტორიტეტითა და გავლენით (ჯგუფის წევრი, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია);
3. შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული სპორტსმენი ან სპორტსმენთა ჯგუფი.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]